რა შეიძლება იყოს ბავშვის სიზარმაცის მიზეზი – 11 მეცნიერული ახსნა
მშობლებს ხშირად გაგვჩენია კითხვა: ,,რატომ არის ჩემი ბავშვი ზარმაცი? სიმართლე ისაა, რომ ხშირად ყველაზე ზარმაცი ბავშვებიც კი არ არიან ზარმაცები. თქვენი ბავშვების ერთი შეხედვით სიზარმაცის უკან, შეიძლება უამრავი ფარული მიზეზი იდგეს და ძალიან მნიშვნელოვანია, დროუალდ გააზრება და შესაბამისი ქმედება ჩვენი მხრიდან.
ჩვენ მოტივაციის არ მქონე ბავშვებს, მაგალითად, სასკოლო დავალებებს რომ არ ასრულოებენ, ხშირად ,,ზარმაცს” ვუწოდებეთ. თანაც ამას მათი ხასიათის ნაკლად მოვისაზრებთ.
ბავშვის სიზარმაცის უკან შესაძლოა იყოს ისეთი მიზეზი, რაზეც იშვიათად საუბრობენ. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ საიდან მოდის “სიზარმაცე”.
რატომ არის ჩემი შვილი ზარმაცი?
ხანდახან, ის, რაც გარეგნულად სიზარმაცეს ჰგავს, სინამდვილეში შეიძლება იყოს შინაგანი ენერგიის ნაკლებობა. გარდა ფიზიკური დაღლილობისა, ზარმაცი ბავშვები ასევე შეიძლება იყვნენ სევდიანი, იმედგაცრუებული და გონებრივად არამოტივირებული.
გთავაზობთ 11 ყველაზე გავრცელებულ ფარულ მიზეზს ,თუ რატომ შეიძლება გვეგონოს ბავშვი ,,ზარმაცი”.
1. სწავლის უნარის დაქვეითება
ხშირად,ზარმაცად მოიაზრებიან ბავშვები, რომლებიც ჩუმად უმკლავდებიან ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ავსტრალიის ქუინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა 7-დან 10 წლამდე ასაკის 20 ბავშვი, რომლებსაც მშობლები და მასწავლებლები ზარმაცებად თვლიდნენ. საფუძვლიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 20 ბავშვიდან 17-ს აწუხებდა რიგი სირთულეები და ყურადღების განაწილების მნიშვნელოვანი პრობლემები.
ათვისების სირთულეებმა გამოიწვია სწავლისადმი უინტერესობა და მოტივაციის დაკარგვა. მშობლებსა და მასწავლებლებს ეგონათ, რომ ეს ბავშვები უბრალოდ ზარმაცები იყვნენ და არ ცნობდნენ მათ განსაკუთრებულ საჭიროებებს.
2. ADHD (ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი)
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროგანვითარების დარღვევა.
ADHD წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას, რომელიც მოიცავს:
- ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გაფანტულობა);
- იმპულსურობას (იმპულსური ქცევის შეჩერების და გაკონტროლების სირთულე)
- ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე).
ამას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. ამ სიმპტომების მქონე ბავშვებს უჭირთ ფოკუსირება.
ADHD-ის სინდრომის მქონე ბავშვები იშვიათად ავლენენ ქცევის პრობლემებს. ამიტომ, ამ ბავშვებს ხშირად არ უსვამენ დიაგნოზს პატარა ასაკში.
ADHD აქვს სხვადასხვა ფორმები. თუ თქვენს შვილს მსგავსი სიმპტომები აქვს, ნუ შეშინდებით. მიმართეთ პროფესიონალს და შეარჩიეთ შესაბამისი მიდგომის ფორმა. პრობლემის მოგვარება მარტივია, როცა იცით რეალური მიზეზი.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ADHD სიმპტომები დიაგნოზის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბავშვი არამოტივირებული და ზარმაცი ჩანდეს.
3.ძილის პრობლემა
ძილის ნაკლებობამ შეიძლება ბავშვი ზარმაცი და უმოტივაციო გამოაჩინოს. როდესაც ბავშვი ღამით ვერ ასწრებს კარგად დასვენებას, დღისით იღლება და ნაკლები მოტივაცია აქვს. არასაკმარისმა ძილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის სწავლასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
ძილის ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან გვიან გაღვიძებით, YouTube-ის ყურებით, ვიდეო თამაშებით ან მეგობრებთან ხანგრძლივი ონლაინ მიმოწერის გამო. ელექტრონული მოწყობილობები ასხივებენ ლურჯ შუქს, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ძილის ხარისხზე. თითქმის ყველა მოწყობილობას აქვს ლურჯი შუქის ფილტრი, ეცადეთ ეკრანთან ბავშვმა დრო გაატაროს დღის განმავლობაში ლურჯი შუქის ფილტრთან ერთად.
4. დეპრესია
ბავშვებს, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია, აქვთ დაქვეითებული მოტივაცია და შემცირებული ენერგია.
უძილობა დეპრესიის სიმპტომია. დეპრესიის მქონე პაციენტთა 90% უძილობას უჩივის. ამ შემთხვევაში, ბავშვები ზარმაცები და უინტერესოები არიან ყველაფრის მიმართ.
კარგი იქნება თუ გაესაუბრებით შვილს კომფორტულ ვითარებაში და ეცდებით დაადგინოთ წუხს თუ არა რამეზე, ან ხომ არ აქვს ემოციებთან გამკლავების პრობლემა.
5. შფოთვა
შფოთვითი აშლილობები ძალიან გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. შფოთვით დაავადებული ბავშვები ნაკლებად არიან მოტივირებულნი.
ბავშვის შფოთვის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს და არ იყოს ლოგიკური ჩვენთვის, ზრდასრულებისთვის. შფოთვის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მაღალი აკადემიური მოსწრების წნეხიც. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია ვესაუბროთ და დავადგინოთ როგორ გრძნობენ თავს ბავშვები.
6. მშობლების კონტროლი
დამოუკიდებლობის შეგრძნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორია ბავშვისთვის. ბავშვები, რომლებიც სწავლობენ დაძალების გარეშე, უფრო მოტივირებული მოსწავლეები არიან.
მაკონტროლებელი მშობლები გაუაზრებლად არასწორ მესიჯებს უნერგავენ შვილებს. როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ მათი სურვილის მიუხედავად უნდა ისწავლონ, ვამცირებთ მათ მოტივაციას, შედეგად კი ვიღებთ სიზარმაცეს.
უმჯობესია, მათთვის მისაღები ფორმით ავუხსნათ რატომ სჭირდებათ სწავლა და რეალურ ცხოვრებაში რაში გამოიყენებენ ამა თუ იმ უნარსა და ცოდნას.
7. მშობლისა და შვილის დაძაბული ურთიერთობა
მშობლისა და შვილის ახლო, თბილი და მხარდამჭერი ურთიერთობა ბავშვებს სწავლისკენ უბიძგებს. მეორეს მხრივ, დაძაბულმა ურთიერთობამ შეიძლება ბავშვში შფოთვა ან სტრესი გამოიწვიოს და დემოტივირებულად იგრძნოს თავი.
8. კომპეტენციის ნაკლებობა
ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, არ შეუძლიათ მოტივაციით ჩაერთონ საქმიანობაში, თუ წინასწარ თვლიან რომ არ გამოუვათ. ბავშვს თუ არ სჯერა, რომ შეუძლია დაეუფლოს რომელიმე სასკოლო საგანს, ვერ იქნება მოტივირებული.
ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია გავამხნევოთ და ავუხსნათ, რომ დაუძლეველი არაფერია. შეიძლება პირველივე ჯერზე არ გამოუვიდეს, თუმცა შრომის შედეგად ყველაფერი მიღწევადია. შეგიძლიათ მასწავლებელიც ჩართოთ ბავშვის წახალისების პროცესში.
9. სტრესი
სტრესი მთავარი დემოტივატორია. როდესაც ჩვენ სტრესის ქვეშ ვართ, ტვინში დოფამინის დონე შეიძლება შემცირდეს. ეს გვაგრძნობინებს თავს დემოტივირებულად და გვიქრობს რაიმეს გაკეთების სურვილს.
სტრესის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგ. უეცარი სიკვდილი ოჯახში, სტიქიური უბედურება, მშობლების დაშორება, მშობლების ჩხუბი, ახალ ქალაქში გადასვლა, საუკეთესო მეგობართან კამათი და ა.შ.
10. ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობა
ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობა არ მოიცავს, მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, მისი კარგისა თუ ცუდის იგნორირება, აბუჩად აგდება და ნებისმიერი სახის აგრესიაც არასათანადო მოპყრობაა. რამაც, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ემოციური და ქცევითი პრობლემები. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ბავშვის თვითრწმენასა და წარმატებებზე სკოლაში. არასათანადო მოპყრობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური დაქვეითება – კონცენტრაციის სირთულეები და დაბალი მოტივაცია.
როგორც ხედავთ ხანდახან სიზარმაცის უკან საკმაოდ დიდი პრობლემები იმალება, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. პირიქით, პრობლემის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მის მოგვარებისკენ. სულ უნდა ვეცადოთ რომ შვილებთან გვქონდეს გახსნილი, თბილი და წამახალისებელი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ყველა ბედნიერია, შვილებიც და მშობლებიც.