fbpx

”გააზიარე წარმატება” – კვირის სტუმარი: გიორგი ფირიაშვილი

ლოგოსის პროექტის ფარგლებში „გააზიარე წარმატება“, კვირის სტუმარი, ეკონომიკის დოქტორი და ISET-ის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ფირიაშვილი გახლდათ.

შეხვედრის მთავარი თემები იყო:
საუნივერსიტეტო გამოცდილება და სწავლა ევროპასა და ამერიკაში – რა მსგავსება და განსხვავებაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან შედარებით.

რა არის ეკონომიკა რეალურად? განიხილეს ის არა როგორც მშრალი რიცხვები, არამედ როგორც მეცნიერება ადამიანის ქცევის შესახებ.

🟠პროექტის მიზანია სხვადასხვა სფეროს მოქმედმა პროფესიონალებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მეცხრე და მეათე კლასელებს.

🔵ეს შეხვედრები ლოგოსელებს აძლევთ შესაძლებლობას რეალური წარმოდგენა შეიქმნან ამა თუ იმ საქმიანობაზე და მეტად მოემზადონ პროფესიის არჩევანისთვის.