
ლოგოსმა Spelling Bee-ში გაიმარჯვა
ლოგოსელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი წარმატებულობა – ამჯერად Spelling Bee-ს შეჯიბრში, რომელშიც პირველი ადგილი დავიკავეთ წამყვან კერძო სკოლებს შორის. პროექტის მასპინძელი და ინიციატორი იყო ბაქსვუდის სკოლა.
განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს გამარჯვებულს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
შრომა, მონდომება და ცოდნისადმი სიყვარული ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზია.
ვამაყობთ, რომ ვზრდით განათლებულ, თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ლიდერებს.
ლოგოსი არის სკოლა, სადაც ცოდნა და უნარები რეალურ წარმატებად იქცევა.