fbpx

მარიამ წიკლაური ლოგოსში

ლოგოსში საბავშვო წიგნების ავტორი – მარიამ წიკლაური გვესტუმრა!

პირველკლასელმა და სკოლამდელი აღზრდის ლოგოსელებმა საოცარ ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურეს მწერალთან ერთად.

მარიამ წიკლაურთან შეხვედრის დროს პატარა ლოგოსელები საუბრობდნენ წიგნებზე, პერსონაჟებზე და მათ თავგადასავლებზე.

ლოგოსელებმა აქტიურად გამოხატეს ემოციები, დასვეს კითხვები და ერთმანეთს გაუზიარეს აზრები.