fbpx

ჭადრაკის რიგით მე-3 ჩემპიონატი სკოლებს შორის ლოგოსში

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში გაიმართა ჭადრაკის რიგით მე-3 ჩემპიონატი სკოლებს შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა თბილისის 6 სკოლის 41 მოსწავლე.

🔸British-Georgian Academy / ბრიტანულ ქართული აკადემია

🔸თბილისის კლასიკური გიმნაზია

🔸საერთაშორისო აკადემია ლოგოსი  • Logos International Academy

🔸Buckswood School – Tbilisi /ბაქსვუდის სკოლა – თბილისი

🔸გიმნაზია ,,შავნაბადა’’

🔸კერძო სკოლა ლილე • Private school Lile

🟠პროექტი წარიმართა ლოგოსის სტუდენტური ცენტრის ხელმძღვანელის ოთო ხმელიძის, ლოგოსის ჭადრაკის მასწავლებლის დათო კაპანაძის და თვითმმართველობის წევრების ალექსანდრე სულხანიშვილის, მარიამ მურღულიას, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის და ელენა წიკლაურის ორგანიზებით.

ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ:
გოგონები
🥇I ადგილი – ბარბარე სხირტლაძე(ბაქსვუდი)
🥈II ადგილი – ელენე შურღაია(ლოგოსი)
🥉III ადგილი – მარიამ მურღულია(ლოგოსი)
ბიჭები
🥇I ადგილი – ლაშა გობეჯიშვილი(შავნაბადა)
🥈II ადგილი – ალექსანდრე დურგლიშვილი(ბრიტანულ-ქართული აკადემია)
🥉III ადგილი – დათა გოგიბერიძე(ბრიტანულ-ქართული აკადემია)

🧡ასევე, გამოვავლინეთ საუკეთესო სკოლა – ,,შავნაბადა”. მათ სამახსოვროდ გადაეცათ ჭადრაკის ექსკლუზიური დაფა, რომლის დამზადებისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Ceramic Studio 1300 • კერამიკ სტუდიო 1300-ს.

🔷მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ჭადრაკის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ურთიერთობასა და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას.
💙მადლობა პროექტში მონაწილეობისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.