დებატ-ტურნირი

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, „ლიდერთა სკოლის” და ლოგოსის მოსწავლეების, ლიზი ბუხრაშვილის და ქეთო გობრონიძის ორგანიზებით ჩატარდა დებატ-ტურნირი კარლ პოპერის ფორმატით, თემაზე “საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 9 გუნდი. გუნდებს კონსულტირებას უწევდნენ თბილისისა და ოზურგეთის “ლიდერთა სკოლის” მოსწავლეები.
ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მტკიცებითი გუნდი – თაკო ვიბლიანი, ანასტასია ღლიღვაშვილი და გიო მაზიაშვილი; უარმყოფელი გუნდი – დიმიტრი დოლიძე, ტასო ჩლაიძე და კიწი ჯაფარიძე. გამარჯვება მოიპოვა უარმყოფელმა გუნდმა.
ტურნირის ბოლოს გამოვლინდა სამი საუკეთესო მომხსენებელი: ირაკლი ახვლედიანი, თაკო ვიბლიანი და დიმიტრი დოლიძე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ