გერმანული მუზეუმში
VIIა და VII გ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ეროვნულ მუზეუმში, სადაც ჩაუტარდათ გერმანული ენის გაკვეთილი თემაზე: ,,სასმელ-საჭმელი და დღესასწაულების აღნიშვნა“. წყვილურად და ინდივიდუალურად გამოფენის გაცნობის, ექსპონატებზე და მათ დეტალებზე ყურადღების გამახვილების საშუალებით მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, განამტკიცეს განვლილი მასალა და შეისწავლეს ახალი გამოთქმები და სიტყვები გერმანულ ენაზე, შეიგრძნეს სხვადასხვა სანელებლის სუნი, ხელით შეეხნენ და გამოიცნეს ტომარაში განთავსებული ხილის სახეობები, მონაწილეობა მიიღეს საძიებო აქტივობებში, ახლოს გაეცნენ წარმოდგენილ ნამუშევრებს.