ლოგოსელები გოეთეს უნივერსიტეტში

ლოგოსელებმა მონაწილეობა მიიღეს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში “გერმანია-გამომგონებელი ქვეყანა, Erfinderland-Deutschland”. მოსწავლეები ესტუმრნენ გოეთეს ინსტიტუტს, დაათვალიერეს გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში, რა დროსაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, საინტერესო ფორმით გაცნობოდნენ ინფორმაციას გამოგონებების შესახებ შვიდი სამეცნიერო სფეროდან: ინფორმატიკა, ენერგია, მობილობა, კომუნიკაცია, მედიცინა, ოპტიკა და მასალები.