უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, თანატოლების გასაჭირს მოსწავლეები განსაკუთრებულად განიცდიან.
მათთვის მხარდაჭერის გამოსახატად კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს ლოგოსელებმა.
ინგლისურის კვირეულის ფარგლებში დაამონტაჟეს და გაახმოვანეს ვიდეო, სადაც უკრაინის სახელით საუბრობენ.
ვიდეოს პრეზენტაციაზე შეასრულეს უკრაინული სიმღერა, რამაც კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი გახადა აქტივობა.
მადლობა მასწავლებელს და ლოგოსელებს ასეთი ემოციებისთვის და ემპათიისთვის, რომელსაც ისინი უკრაინელების მიმართ იჩენენ.
ჩვენ ვიყენებთ cookies რათა შემოგთავაზოთ უკეთესი სერვისი და მეტი კომფორტულობა. ჩვენი საიტით სარგებლობით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებსვეთანხმები