მადლიერების დღე

ლოგოსის მე-7 და მე-8 კლასებში ჩატარდა მადლიერების დღისადმი მიძღვნილი პროექტი. მთავარი იდეა: ვსწავლობთ ენას, ვსწავლობთ კულტურას სადაც ამ ენაზე საუბრობენ. პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ინტეგრაცია და კოლაბორაცია ორ საფეხურს შორის(საშუალო და დაწყებითი). მე-8 კლასელებმა ძალიან გაახარეს პატარა ლოგოსელები თავისი მხიარული და ტკბილი სტუმრობით. მოსწავლეებმა მოამზადეს ხელნაკეთი პოსტერები, კერძები და სხვა დეკორაციები, რომელიც ამ დღისთვის არის დამახასიათებელი.