დაჩი ნანობაშვილი
მათემატიკის პედაგოგი
დაჩი ნანობაშვილი მე-3 კურსის სტუდენტი იყო როდესაც დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობის სურვილი გაუჩნდა. იგი თავისი სურვილის შესახებ ყველას უყვებოდა თუმცა პროფესიის არაპოპულარობის გამო „აღფრთოვანებული“ არავინ რჩებოდა (მისი მშობლების ჩათვლით J). დაჩის მასწავლებლობის სურვილი მალე აუხდა და აგერ უკვე 20 წელია არ შორდება სასკოლო ცხოვრებას. 2010 წელს იგი იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი. 2011 წელს კი 1–6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი. პედაგოგად მუშაობის პირველივე დღეებიდან დაჩი ცდილობს მოსწავლეებში გააჩინოს სწავლის სურვილი და გაზარდოს მოტივაცია. დაჩის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ბავშვებისთვის თვითშეფასების ამაღლება, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომითა და კომპლექსური მუშაობით ახერხებს. დაჩიმ 2009 წელს დაარსა მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“, რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს. ოლიმპიადა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. მასში მონაწილეობას იღებს ათობით ათასი მოსწავლე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაჩის გამოშვებული აქვს ამოცანების 13 კრებული. უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადა ბოლო ოთხი წელია ტარდება ოკუპირებულ (გალის რაიონის) ტერიტორიაზე. ყოველწლიურად ოლიმპიადაში აღნიშნული რაიონის 300-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. დაჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია მათემატიკის ფესტივალი, რომელიც 2016 წელიდან ყოველწლიურად 14 მარტს ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. ფესტივალის მიზანია: მათემატიკის პოპულარიზება; სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; სწავლის მოტივაციის ამაღლება და კრეატიული იდეების წახალისება.