ეკატერინე ჟღენტი
ინგლისური ენის პედაგოგი
დაიბადა ქალაქ თბილისში, დაამთავრა თბილისის 53–ე საშუალო სკოლა. 1972-1978წწ. სწავლობდა ქ. თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგისა და მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1978-2000წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს აღმზრდელობითი მუშაობის რესპუბლიკურ სამეცნიერო მეთოდურ ცენტრში მეთოდისტად. პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებში ინგლისური ენის პედაგოგის თანამდებობაზე კერძოდ:
1994-2002წწ. ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმი;
2002-2005წწ. 123-ე სკოლა-ლიცეუმი;
2005-2008წწ. საერო საშუალო სკოლა კომპლექსი სადუნი;
2008-2017წ. მუშაობდა ევროპულ სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად.2017/18სასწ. წელს იმუშავა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში. აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში არის მიწვეული გამსწორებლად ეროვნულ გამოცდებში. გავლილი აქვს მრავალი საერთაშორისო ტრეინინგი, აქტიურად თანამშრომლობს English Book–თან, გავლილი აქვს ტრეინინგები სწავლების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ და აქვს მიღებული შესაბამისი სერთიფიკატები (მათ შორის ნოტინგემის უნივერსიტეტის სერთიფიკატი).ჩაბარებული აქვს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები სპეციალობასა და პროფესიულ უნარებში.