ევგენი გუგულაშვილი
მათემატიკის პედაგოგი
1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მინიჭებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2011 წელს ჩააბარა პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდები პროფესიულ უნარებსა და მათემატიკაში. მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე კალკულუსის ლექტორად. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რაოდენობრივი აზროვნების ექსპერტად . 2011 წლიდან არის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ „G-PRIED“ -ის ექსპერტი და ტრენერი. სკოლა „ლოგოსში“ ასწავლის მათემატიკას.