გიორგი ქიტოშვილი
ქართული ენის პედაგოგი
2013 წ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობა – ქართული ფილოლოგია, ენათმეცნიერების მოდული ( GPA: 3.54 ) ; იმავე წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის თეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა – თეოლოგი; 2013-2015 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრი, მიმართულება – შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია (GPA: 3.83). ხარისხი – ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. სამუშაო გამოცლიდილება: 2014 წლიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ქართული ენის ინსტიტუტი, ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი. გიორგი ქიტოშვილი ლოგოსში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას.